ზელენსკის თქმით, თუ რუსმა ტერორისტებმა ეს კაშხალი ააფეთქეს, მაშინ 80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი, სწრაფი წყალდიდობის ზონაში აღმოჩნდება და შესაძლოა, ასობით ათასი ადამიანი დაზარალდეს.
„ასრა პანაჰი ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე სტუდენტიდან, რომელიც არდებილში მომხდარ ინციდენტში დაშავდა. მათ თავს დაესხნენ უსაფრთხოების ძალები, როცა მათ უზენაესი ლიდერის ქება-დიდებაზე უარი თქვეს.“– ნათქვამია ირანის მასწავლებელთა პროფკავშირის განცხადებაში.
„ჩვენ არ დავტოვებთ მოსკოვის ბოლო ესკალაციას უპასუხოდ... გადამწვარი მიწის ტაქტიკა არ დაეხმარება რუსეთს ომის მოგებაში, ისინი მხოლოდ გააძლიერებენ უკრაინის და უკრაინის პარტნიორების ერთიანობას“ - აღნიშნა შოლცმა.
ოფიციალური პირების განცხადებით, მოსკოვმა სირიიდან საჰაერო თავდაცვის ძირითადი სისტემა და ზოგიერთი ჯარი უკრაინაში ომის გასაძლიერებლად გაიყვანა, რამაც შესაძლოა შეცვალოს ისრაელის გათვლები, სირიის დარტყმის ან უკრაინის შეიარაღების შესახებ.
„ახმათი, ელი და ადამი ფრონტის ხაზს ეწვივნენ, სადაც ამჟამად უკრაინელ ნაციონალისტებთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.“ – ამბობს ჩეჩნეთის ლიდერი და ვიდეოს აქვეყნებს.
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „საომარი მდგომარეობის“ შემოღების შესახებ.
"128-ე ბრიგადაში ქართველების დიდი ნაკადია და წარმატებით იბრძვიან. ხერსონში არიან. 57-ე არმიაში ასევე არიან ქართველები და აქაც წარმატებით მიიწევენ წინ. ქართველები თავისას აკეთებენ. მე ვამთავრებ ომს ნოემბრის ბოლოს, უკრაინის წარმატებით", - საუბრობს ვანო ნადირაძე.