ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ხიდზე დიდი ხანძარი დღეს გამთენიისას გაჩნდა. ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც საწვავის ავზები აალდა და ხიდის ნაწილი ჩამოიშალა.
„ახლა უკრაინელები თავს იცავენ, რუსები კი ამხანაგებს ასაფლავებენ. მოგატყუეს და გიღალატეს, გპირდებოდნენ იოლად გასეირნებას, მაგრამ ხაფანგში გაგიშვეს“ - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.