„მტრებს ძალიან აღიზიანებთ ყოველი სიმბოლო, რომელიც ახსენებს მსოფლიოს ჩვენს ბრძოლას, ღირსებასა და გამარჯვებას, ასევე იმ გაუთავებელ ბოროტებას, რომელსაც რუსები ყოველდღიურად აყენებენ ჩვენს ხალხს.“ – წერს უკრაინის ელჩი აშშ-ში.
ოსიპოვი ამბობს, რომ მედვედევის მიერ მის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ბოლო პოსტი ეხებოდა საზღვაო ძალებს, ხოლო იმას, თუ საიდან გაჩნდა ტექსტი, რომელიც 10 წუთში წაიშალა და ვინ გატეხა გვერდი - სოციალური ქსელის ადმინისტრაცია გაარკვევს.
არის თუ არა ავთენტური პოსტი ან ნამდვილად გატეხეს თუ არა მედვედევის გვერდი, მედიაში ინფორმაცია არ დასტურდება. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ამის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.