ცნობისათვის, აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
"ახლა ისინი თავს ესხმიან ჩვენს განათლებას. ვთხოვ ყველა დემოკრატიული ქვეყნის უნივერსიტეტებს, გამოაცხადონ რუსეთი ისეთად, როგორიც არის სინამდვილეში, ტერორისტად"
ბრიტანეთის დაზვერვის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსული არმია ნელა მიიწევს დასავლეთისკენ ლისიჩანსკიდან სევერსკის დაბომბვისა და სადაზვერვო შეტევების შემდეგ, რათა გზა გაიხსნას სლავიანსკსა და კრამატორსკზე წინსვლისთვის.
"ბავშვებიც ისევე განიცდიან ომს, როგორც დიდები... ომს, რომელიც მათ არ დაუწყიათ, მაგრამ მათი მსხვერპლი გახდნენ" - ნახატები აუქციონზე გაიყიდება, შემოსული თანხა კი ომით დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად შექმნილ ფონდს გადაეცემა.