„შაბათს ქართველი ხალხი არჩევნებზე მივიდა იმ საარჩევნო გარემოში, რომელიც მმართველი პარტიის პოლიტიკით შეიქმნა, მათ შორის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების ყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით.“
წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი [„რესპუბლიკური პარტია“] ჯო უილსონი და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს.
„მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს თაღლითობის ბრალდებები და თუ დადგინდება, რომ ეს ასეა, ამის შესახებ მკაფიო განცხადება გააკეთოს.“
კრემლის იდეოლოგი და პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს „ტელეგრამ“ არხზე ეხმაურება და სამომავლოდ, საქართველოს BRICS-ში გაწევრებაზე საუბრობს.