პოლონური მედია იუწყება, რომ 5 თვის ჩვილი ქალაქ პოზნანში, პედიატრიულ ცენტრში 2 აპრილს დედამ, თამარ კ.-მ მიიყვანა. ბავშვი კაროლ იონშერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 8 აპრილს გარდაიცვალა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მუსტაფა ჩიფტჩი აცხადებს, რომ სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს მახლობლად შეიარაღებულ თავდასხმაში სამი ადამიანი მონაწილეობდა.
თურქული მედიის ცნობით, სტამბოლის სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ, ჰანდე ერჩელი თმისა და სისხლის ნიმუშების ასაღებად სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში გადაიყვანეს.
თურქული მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლები, მათ შორის, შოუ-ბიზნესის, ბიზნესისა და სპორტის ცნობილი ფიგურები. გაცემულია 16 პირის დაკავების ორდერი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი მიხაილ შვიდკოი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვას დაესწრო.