მისივე თქმით, გუშინ ღამით ისრაელმა ღაზის სექტორის დაბომბვა გააძლიერა, რამაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისი გააუარესა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ შეტევის დროს ჰამასის ერთ-ერთი მეთაური ასემ აბუ რაკაბა მოკლეს, რომელიც მათი განცხადებით, 7 ოქტომბერს ტერორისტების მიერ ისრაელის სამხედრო პუნქტებზე შეტევაზე იყო პასუხისმგებელი.
„იმის ნაცვლად, რომ გამოვიდეს გზავნილით : „აღარასდროს“, ის რეალურად ეუბნება ტერორისტებს: „თქვენ გაქვთ ამის უფლება, ჩვენ ვიღებთ თქვენს სასტიკ ტერორიზმს, რადგან ისრაელი დამნაშავეა“