მისივე თქმით, ნატო-ს გენმდივანმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, მათ შორის კი აღსანიშნავია მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე თავდაცვის მიზნებისთვის დახარჯვის საკითხი.
სესიაში, რომელიც ვილნიუსში 30 მაისს დაიწყო და პირველ ივნისამდე გაგრძელდება, ასევე მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილი.
ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, ერთობლივი ძალისხმევითა და ქვეყნის განვითარებით მიიღწევა შედეგი - საქართველოს იმდენად გაძლიერება, რომ საზოგადოებას აღარ უჩნდებოდეს ქვეყნის დატოვების სურვილი.
„ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ქართული არაფერი სცხია და როგორც წარსულში, ისე დღესაც უცხოელი პატრონების დავალებებს ასრულებს, კიდევ ბედავს და სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საუბრობს“ - თქვა კირცხალიამ.
მისი თქმით, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას უკავშირდება, რაც ქართველი დიპლომატების ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა.