ლაზარე გრიგორიადისმა გასული წლის მარტის აქციებზე დაკავების შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულება 1 წლის შემდეგ, 24 აპრილს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის შეწყალების საფუძველზე დატოვა.
სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე პროტესტისას, 2 მოქალაქე იმ დროს დააკავეს, როდესაც პარლამენტის შენობაზე სხვადასხვა შინაარსის წარწერებს აკეთებდნენ.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
„აქციის მონაწილეები, სხვადასხვა დროს, ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციების ასევე, გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ახორციელებდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და თავდასხმებს ადგილზე მყოფ პოლიციელებზე“.
ლევან ხაბეიშვილსა და მის ადვოკატს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის მიზნით დაბარებასთან დაკავშირებით უწყება ჩაბარდათ, თუმცა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.
„საჩივრები ე.წ „გავრილოვის ღამის“ დაშლისას სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება“