„გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან გარკვეულ თანხას უხდიდნენ“.
„ჩვენთვის მათი მიზანი ცხადია - ივანიშვილი საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს, ზუსტად ისე, როგორც ამას 1920-იან წლებში ბოლშევიკები, ბოლო დეკადაში კი - პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმები აკეთებდნენ.“
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ალექსანდრე ტაბატაძეს მედიის წარმომადგენლებმა კითხვა დაუსვეს, რატომ გაახსენდათ ეს საკითხი ახლა და ხომ არ არის მოტივირებული, რაზეც ტაბატაძემ აღნიშნა, რომ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით თავის დროზეც ჰქონდათ რეაქცია.