როგორც „ფორტუნას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დავით ახალკაცი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.
უწყების ცნობით, „გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებულ პირებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები, არის სიცრუე და მხოლოდ და მხოლოდ უწყების და სამართალდამცველების დისკრედიტაციას ემსახურება“.