ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ნ.ჯ. ხოლო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები არიან 1999 წელს დაბადებული ა.კ. და წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული ს.ს.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, რამაზ ფევაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა დაკავების მომენტში „პირადი ნივთები, მათ შორის ოქროს ჯვარი, მობილური და საფულე მოჰპარეს“.
„როგორც ცნობილია, დღესაც, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილია საპროტესტო აქციები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები იქნებიან გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე“ - წერია შსს-ს განცხადებაში.