LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაცემას „რადიო დუეტი“ პაატა ოდიშვილი და თინათინ ქევხიშვილი ესტუმრნენ

52

Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ პაატა ოდიშვილი და თინათინ ქევხიშვილი ესტუმრნენ. მომღერლებმა პირდაპირ ეთერში მსმენელს ცოცხალი შესრულება შესთავაზეს. ასევე სამომავლო გეგმებსა და ახალ სიმღერაზე ისაუბრეს, რომელიც “არ დაიდარდოს” ექსკლუზივია.

 

როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა?

 

თინათინი: – ჩვენ წლებია ვმეგობრობთ, კონცერტებზე ვხვდებოდით ერთმანეთს. ასევე, მე და პაატა ერთად ვმუშაობთ. იდეა თაკო სარალიძემ მოგვაწოდა, კარგად ეწყობა Tქვენი ხმები ერთმანეთსო და უკვე მეორე დუეტი ჩავწერეთ.

 

ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

 

ზურა ჩინჩალაძეა სიმღერის ავტორი, ძველი სიმღერაა და ჩვენ გამოვაცოცხლეთ. ტექსტი ნინო სირბილაძეს ეკუთვნის. „მითხარი“ – ასე ქვია სიმღერას.

 

პაატა სიმღერასთან „ჩემო სიყვარულო“ ასოცირდები…

 

დიახ, კიდევ აქტიურად ითხოვენ ამ სიმღერას. ჩემი სავიზიტო ბარათია. კიდევ მაქვს რამდენიმე სიმღერა, რომელიც მსმენელს ძალიან მოსწონს.

 

თინათინ თქვენთან რა ხდება?

 

სამი თვით მივდივარ მოსკოვსა და გერმანიაში. დარჩენას არ ვაპირებ, აუცილებლად ჩამოვალ. აგვისტოში ემიგრანტები მელოდებიან საბერძნეთში.

 

პაატა: – ალბათ მარტის ბოლოს მზად მექნება ახალი სოლო სიმღერა, რომელიც ზაზა გოჩიტაშვილთან ჩაიწერება. შეიძლება იტალიაში გასტროლიც დაიგეგმოს.


პაატა ოდიშვილი & თინათინ ქევხიშვილი – მითხარი

AudioPAATA ODISHVILI TINATIN QEVXISHVILI MITXARI

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

AudioRadio Dueti. Paata Odishvili da Tinatin Qevxishvili

 

თინათინ ქევხიშვილი – ჯანაი ჯან. Live

პაატა ოდიშვილი – მომენატრები. Live

პაატა ოდიშვილი & თინათინ ქევხიშვილი. “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები