მეცნიერები სპეციალური ტექნოლოგიის შექმნაზე მუშაობენ, რომლის საშუალებითაც თქვენი მოწყობილობები Wi-Fi-ს საშუალებით დაიტენება.
პროექტს, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტმა შექმნა, Power Over Wi-Fi ჰქვია და ის საშუალებას მისცემს მობილურ მოწყობილობებს „ჰაერით იკვებონ“. ამისთვის მოდიფიცირებულ როუტერებს გამოიყენებენ.
ამ დროისთვის გამოგონების ტესტირება მიმდინარეობს. როდის დაიწყება კომერციული ექსპლუატაცია, ამ დროისთვის უცნობია.
