მაილი საირუსმა მონონიმით — მაილი ახალი მუსიკალური ერა ოფიციალურად დაიწყო.
ახალი სასცენო სახელით, არტისტმა თანმხლებ კლიპთან ერთად, პირველი სიმღერა გამოუშვა.
სინგლის სახელწოდებაა, Bass Persuades და ის შემსრულებლის ამავე სახელწოდების მომავალი მუსიკალური პროექტის მთავარი ჩანაწერია.
ტრეკი dance-pop ჟანრისაა, გაფორმებულია 80-იანი წლების სინთეზატორების ჟღერადობით და გამიზნულია საცეკვაო მოედნებისთვის.
ვიდეოს რეჟისორი მოდის ფოტოგრაფი, Mert Alas გახლავთ. ვიზუალი განსაკუთრებული, კინემატოგრაფიული და მოდური იერით გამოირჩევა.
შეგახსენებთ, რომ მაილი საირუსმა სასცენო სახელიდან გვარი ამოიღო და ამიერიდან მუსიკალურ ინდუსტრიაში უბრალოდ მონონიმით — Miley წარდგება.
ამ ტრანსფორმაციის პარალელურად, მან დააანონსა რიგით მე-10 სტუდიური ალბომი, რომელიც დღის სინათლეს, 18 სექტემბერს იხილავს. ეს ალბომი იქნება მისი პირველი ნამუშევარი, რომელიც ლეიბლის – Atlantic Records ეგიდით გამოიცემა.
ალბომის მხარდასაჭერად, მაილი 16 და 18 ოქტომბერს, ორ მასშტაბურ კონცერტსაც გამართავს, რაც მისი პირველი საჯარო სოლო გამოსვლები იქნება ბოლო 4 წლის განმავლობაში.
მაილი საირუსმა მეათე სტუდიური ალბომი დააანონსა და სასცენო სახელიდან გვარი მოიშორა
