LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გატესტეთ აპლიკაცია მის ჩამოტვირთვამდე

102

კომპანია Google-ს აპლიკაციების ონლაინ-მაღაზიაში, Play Store ცვლილებები შეაქვს, რაც ჩამოტვირთვამდე სიახლით სარგებლობას გულისხმობს.

პირველად, აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომი აშშ-ის მაცხოვრებლებისთვის იქნება, მოგვიანებით კი ის სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდება.

იმისათვის, რომ ყიდვამდე აპლიკაციით ისარგებლოთ, საკმარისი იქნება სპეციალურ ღილაკზე დააჭიროთ. ტესტის რეჟიმისთვის 10 წუთი მოგეცემათ, ამასთან აპლიკაცია გაჯეტზე არ ჩამოიტვირთება.

სურვილის შემთხვევაში, ერთი და იმავე აპლიკაციის მოსინჯვა მსურველს რამდენჯერმე შეეძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები