LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgian Airways თბილისი – მინსკი – თბილისის მიმართულებას ამატებს

103
230770478-4376420585715796-6206588460248574325-n

მიმდინარე წლის 11 აგვისტოდან, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways თბილისი – მინსკი – თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ავიამიმოსვლას იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები თბილისსა და მინსკს შორის 30 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები