LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კალანდარიშვილი – ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედური არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა

442
BeFunky-collage - 2026-10-03T225919.499

არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კალნადარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობდა.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის თითოეული არჩევნები არის პასუხისმგებლობა, რომელიც მოითხოვს წინასწარ დაგეგმვას, ორგანიზებას და თითოეულ დეტალზე ყურადღების გამახვილებას, განურჩევლად იმისა, თუ რამდენ მუნიციპალიტეტსა და საარჩევნო უბანზე ტარდება.

„დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კვალიფიციური ადმინისტრირება არის სწორედ ის საფუძველი, რომელიც არჩევნების შეუფერხებლად და გამჭვირვალედ ჩატარებას უზრუნველყოფს. ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 1 136, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.06 პროცენტს შეადგენს. თითოეული არჩევნები, მათ შორის ადგილობრივი დონის შუალედური არჩევნები, მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მიერ საკუთარი საარჩევნო უფლების განხორციელების თვალსაზრისით და ამ პროცესში ამომრჩეველთა მონაწილეობა არჩევნების დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. შემაჯამებელი ოქმები პლანშეტების საშუალებით იგზავნება ცესკო-ში, იტვირთება და ხელმისაწვდომია ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებამ, მათ შორის შემაჯამებელი ოქმების ელექტრონული ფორმით გადმოგზავნამ, კვლავ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინფორმაციის ოპერატიულად მიღებასა და შედეგების საზოგადოებისთვის დროულად ხელმისაწვდომობას. ეს მიდგომა, თავის მხრივ, ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობისა და საჯაროობას. საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდებას. ყველა საინფორმაციო ბრიფინგი უზრუნველყოფილი იყო სურდო თარგმანით.

დილიდან მუშაობს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი, რომლის თანამშრომლები ოპერატიულად რეაგირებდნენ ყველა ზარსა და შეტყობინებაზე. მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს მონაწილეობისთვის და აქტიურობისთვის, ასევე არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, რომლებიც აკვირდებოდნენ პროცესის მიმდინარეობას და მედიას, რომელიც დღის განმავლობაში აქტიურად აშუქებდა არჩევნებს. და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა საარჩევნო ადმინისტრატორებს, რომლებმაც დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს და საკუთარი საქმიანობა პასუხისმგებლობითა და პროფესიული სტანდარტებით წარმართეს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ოლქის დასახელებაკანდიდატის ნომერისახელი გვარიწარმდგენიშედეგი
ახმეტა41  ლევან ითიურიძექართული ოცნება115 ხმა 100%
დმანისი9ვაჟა ნონიაშვილი  ძლიერი საქართველო-ლელო2 ხმა 1.504%
დმანისი41  ირაკლი სარსევანიძექართული ოცნება131 ხმა 98.496%
წალკა9ზაზა შანთაძე  ძლიერი საქართველო-ლელო14 ხმა 3.263%
წალკა41  ნანული ხინიკაძექართული ოცნება415 ხმა 96.737%
ვანი9ბექა კოპალაძე  ძლიერი საქართველო-ლელო57 ხმა 12.838%
ვანი41ვაჟა ხელაძე  ქართული ოცნება387 ხმა 87.162%

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები