ცნობილი ქართველი მოქანდაკე, გოგი ოჩიაური, გარდაიცვალა.
გოგი ოჩიაური 1927 წლის 10 იანვარს შუაფხოში დაიბადა. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი. 1953 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში.
ის არის ისეთი ცნობილი ნამუშევრების ავტორი, როგორიცაა „ვაჟა-ფშაველა“, „ზღვა“, „შენ ხარ ვენახი”, „ქალის ტორსი“, „სიცოცხლის ხე“, „რექვიემი“; ალეგორიური ქანდაკება „მუსიკა“, „რესტავრაცია“. ასევე არის ფილმის „ალავერდობა“ დამდგმელი მხატვარი და ავტორი სამენოვანი წიგნის – „ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის“.
გოგი ოჩიაური ასევე იყო დეპუტატი მე-8 მოწვევის პარლამენტში.
გოგი ოჩიაურს 2005 წელს გადაეცა ღირსების ორდენი, 2012 წელს კი – ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი.
