კომპანია Google-მა საკუთარი კალენდრის განახლებული დამატება სახელწოდებით Goals შექმნა. სიახლე თავად გამოითვლის თავისუფალ დროს გრაფიკში და სასარგებლო საქმისთვის ხელსაყრელ პერიოდს გიჩვენებთ.
მაგალითად, მომხმარებელი Goals-ს მისცემს დავალებას, გამოითვალოს, რომელ დღესა და საათებში შეუძლია სატრენაჟორო დარბაზში წასვლა. ამასთან, ის მიგითითებთ, რამდენად ხშირად არის სასურველი დარბაზში იაროთ და რამდენად ხანგრძლივი იქნება ეს პროცესი. მას შემდეგ, რაც გააანალიზებს გრაფიკს, Goals იპოვის ვარჯიშისთვის ოპტიმალურ დროს.
ვარჯიშის გარდა, Google სხვადასხვა გასართობებს გვთავაზობს, მაგალითად, კითხვას, კომპიუტერულ თამაშებს ან უბრალოდ დასვენებას.