Google-ში iOS-ის ოპერაციული სისტემისთვის კლავიატურაზე მუშაობენ. როგორც გამოცემა The Verge იუწყება, სიახლეზე მუშაობა უკვე რამდნეიმე თვეა მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ახალი ფორმატი Android-კლავიატურის მსგავსი იქნება, ამასთან ხელმისაწვდომი იქნება Google-ის სტანდარული საძიებო სისტემა და gif-გამოსახულებების მაძიებელი.
წყაროსვე ცნობით, თავად კომპანიის თანამშრომლები სიახლით უკვე სარგებლობენ.