LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google-მა „ჭკვიანი“ სარკე შექმნა

89

Google-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერმა, მაქს ბრაუნმა „ჭკვიანი“ სარკე შექმნა. სიახლე ანდროიდზე მუშაობს და გამოიყურება, როგორც სმარტფონის ეკრანის ბლოკირება.

მოწყობილობა აჩვენებს დროს, 24 საათიან ამინდის პროგნოზს და ტემპერატურას, ასევე Associated Press-ის ყველაზე კითხვადი ახალი ამბების სათაურებს. ამ ყველაფრის გარდა, სარკე თავის მთავარ ფუნქციას იყენებს და გამოსახულებას აჩვენებს.

ბრაუნის თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია და მომავალში სარკეს კიდევ უფრო „დააჭკვიანებს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები