„გრეის ანატომიის“ ვარსკვლავი სანდრა ოუ, რომელიც ცნობილ სატელევიზიო შოუში ექიმ კრისტინა იანგის როლით დაგვამახსოვრდა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეკრანებზე ბრუნდება. „ოქროს გლობუსის“ მფლობელ სანდრა ოუს მალე BBC America-ს ახალ ჯაშუშურ სერიალში ვიხილავთ, რომლის სახელწოდებაა „ევას მკვლელობისას“. სიუჟეტის ცენტრში ორი ქალის ისტორიაა. მათგან ერთ-ერთი MI5-ის აგენტი, ხოლო მეორე დაქირავებული მკვლელია. სანდრა ოუს გმირის ამოცანა მკვლელის განადგურებაა. სანდრას პარტნიორი ფილმში ჯოდი კომერია, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა სერიალებით „ცამეტი“ და „თერი პრინცესა“.
https://www.youtube.com/watch?v=Kk0PyD-XNZA
სერიალის გადაღებები 2017 წელს დაიწო და მისი პირველი ეპიზოდი ეკრანებზე 8 აპრილს გამოვიდა. უკვე ცნობილია, რომ სერიალს მეორე სეზონიც ექნება.





