LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუარდიოლა: “ჯერჯერობით ახალ კონტრაქტზე არ ვფიქრობ”

99

მიუნხენის ”ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გუარდიოლამ გერმანულ პრესასთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, კატალონიელს ”ბაიერნთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, ამიტომ მსოფლიო პრესაში უკვე დაიწყო საუბრები მისი ამა თუ იმ გუნდში წასვლის შესახებ. გუარდიოლას განცხადებით კი, ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჯერჯერობით მისი პრიორიტეტი არ არის.

”მე მომწონს აქ მუშაობა. აქ იმიტომ ვარ, რომ დავეხმარო კლუბსა და ფეხბურთელებს, გახდნენ უკეთესები. ჯერ ოქტომბერია,  ამიტომ დრო საკმარისზე მეტია კონტრაქტის დასრულებამდე და ახლა ამაზე არ ვფიქრობ.”-განუცხადა კატალონიელმა სპეციალისტმა Goal.com-ს.

რამოდენიმე დღის წინ პრესასა და სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია გუარდიოლათი ”მანჩესტერ სიტის”,”პსჟ”-სა და ”ჩელსის” დაინტერესების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები