ჰაკერებმა მსოფლიო ვარსკვლავების ინსტაგრამ-ექაუნთებს შეუტიეს. შედეგად, მათ განკარგულებაში სოციალური ქსელის მომხმარებელთა გარკვეული მონაცემები მოხვდა, მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართები და საკონტაქტო ნომრებიც. რაც შეეხება პაროლებსა და სხვა კონფიდენციალურ დეტალებს, ისინი ბოროტმოქმედების ხელში ვერ მოხვდა.
სერვისმა გადაწყვიტა, არ განაცხადოს ხმამაღლა, რომელი ცნობილი ადამიანების ექაუნთები გახდა კიბერდამნაშავეების სამიზნე.
ამ დროისთვის, პრობლემა მოგვარებულია.