პოპულარულმა ბლოგერმა JerryRigEverything თავისი საფირმო მეთოდით HTC U12 Plus გატესტა. სმარტფონი სტანდარტული შემოწმების დროს გაფუჭდა.
ისევე, როგორც ბაზარზე არსებულმა სხვა ტოპ-სმარტფონებმა, HTC-ის ახალმა ნაწარმმა წარმატებით გაიარა გადახურების „გამოცდა“, თუმცა სიმყარის ტესტი მან ვერ ჩააბარა.
აღსანიშნავია, რომ HTC U11-ის მსგავსად, აღნიშნული მოწყობილობა არ გატეხილა, თუმცა მან სერიოზული დაზიანებები მიიღო.