Huawei-მ გადაწყვიტა, პრეზენტაციაზე ფლაგმანური მოდელების წარდგენის შემდეგ შედარებით ბიუჯეტური მოდელი – P10 Lite წარმოედგინა. გაჯეტმა Lite სერიის მოდელებისთვის სახასიათოდ 5.2 ინჩიანი Full HD დისფლეი მიიღო, ხოლო პროცესორი Hilisilicon Kirin 655-ით განისაზღვრა.
რაც შეეხება ბატარეის სიმძლავრე 3000 მილიამპერ/საათიანია. აღმოჩნდა, რომ Huawei-ის Leica-სთან თანამშრომლობით შექმნილი ორმაგი კამერა მხოლოდ ძვირადღირებული აპარატებისთვისაა განკუთვნილი, შესაბამისად P10 Lite ორმაგი კამერისა და Leica-ს ოპტიკის გარეშეა წარმოდგენილი.
მიუხედავად ამისა, მისი ძირითადი კამერის გაფართოება 12 მეგაპიქსელს შეადგენს, აქვეა სელფისთვის განკუთვნილი 8 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელიც საკმაოდ კარგ სურათებს იღებს.
ოფიციალურად სმარტფონის ფასი ჯერ-ჯერობთ არ დასახელებულა, თუმცა მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 350 ევრომდე იქნება. აპარატი USB Type-C პორტით, დაქტილოსკოპითა და ყველა თანამედრომე მონაცემთა გადაცემის ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი. იგი Android Nougat-ის ძრავაზე იმუშავებს.