LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Huawei Watch 2 ოფიციალურად გამოვიდა

121

კომპანია Huawei-მ ჭკვიანი საათი Huawei Watch 2 გამოუშვა. სიახლე სამ ვარიანტად გამოვიდა: 4G მხარდაჭერით, მხოლოდ Bluetooth-ით და 4G eSIM-ით.

სამივე ვარიანტს 1,2 დიუიმიანი OLED-ეკრანი აქვს, რომელიც Corning Gorilla Glass-ით არის დაცული.

eSIM-ის საშუალებით მათ შეუძლიათ ზარების განხორციელება და ვებ-მომსახურების შემოთავაზება. GPS და Beidou მხარდაჭერით კი, რეალური დროის რეჟიმში მათ მომხმარებლების კონტროლი შეუძლიათ.

საათები Android Wear 2.0-ის სისტემაზე მუშაობს. კომპანიის ცნობით, ბატარეა ავტონომიურ რეჟიმში დღენახევარი იმუშავებს, თუმცა მეოთხე თაობის გამოყენების შემთხვევაში ეს დრო 1 დღემდე მცირდება.

Huawei Watch 2-ის სხვადასხვა მოდელის ღირებულება 240-დან 310 დოლარამდე მერყეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები