მკაფიო დიზაინით და ამაღელვებელი მახასიათებლებით გამორჩეულ Hyundai Tucson-ში რამდენიმე კომფორტულ დეტალს შეხვდებით, რომლებიც სხვა მოდელებს არ გააჩნია.
მრავალფუნქციური ბორტ კომპიუტერის მეშვეობით მუდმივად ფლობთ ინფორმაციას საშუალო სიჩქარის, საწვავის ხარჯის შესახებ და ისიც კი იცით რამდენი კილომეტრის გავლაა შესაძლებელი დარჩენილი საწვავით.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ Tucson-ის თანამედროვე ტექნოლოგიებიც. უახლესი ავტომობილი ბრმა კუთხიდან მანქანის მოახლოების სენსორით, უკანა ხედის კამერით და უამრავი სხვა ფუნქციით არის აღჭურვილი.
საბარგულის ავტომატური გაღების მახასიათებელი ბარგის საბარგულში მოთავსებას და ამოღებას ამარტივებს. საბარგული ავტომატურად იხსნება, როდესაც “გრძნობს” დისტანციურ გასაღებს ავტომობილის უკან 1 მეტრის ფარგლებში 3 წამზე მეტი დროის განმავლობაში.
გადაცემის ჩანაწერი
