LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაფი პლანშეტი ბავშვებისთვის

410

თანამედროვე გაჯეტები ყველასთვის საჭიროა – ზრდასრული ადამიანით დაწყებული, ბავშვით დამთავრებული. როგორც ჩანს ამ მოსაზრებას კომპანია Acer-იც იზიარებს, რომელმაც პატარებისთვის პლანშეტი Acer Iconia One 7 შექმნა.

მოწყობილობას 7 დიუიმიანი ეკრანი აქვს და 6 საათიან ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს.

პლანშეტს 1 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება აქვს. მის სასარგებლო ბონუსად კი microSD სლოტი ითვლება. რაც შეეხება ფოტოგრაფიული შესაძლებლობებს, ის ორ კამერას ითავსებს – 0,3 წინა და 2 მეგაპიქსელიანი ძირითადს. მოწყობილობა 270 გრამს იწონის და მხოლოდ 115 დოლარი ღირს.

i_be19bf17

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები