LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელებს ძველი დრო მოენატრათ

86

იაპონელი გამომგონელბლების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ცოტა ხნის წინ Beatrobo-მ წარმოადგინა სათამაშო კარტრიჯი სმარტფონებისთვის სახელად Pico Cassettes. მასში ვერ ნახავთ თამაშებს, ის უკავშირდება სმარტფონს და შეიცავს მხოლოდ გასაღებს, რომელიც ინტერნეტიდან გადმოწერილ თამაშებს ერგება.

ასეთი კარტრიჯი შექმნილია სპეციალურად მათთვისაც, ვისაც ნოსტალგია აქვს ძველი გაჯეტებისადმი და არ უყვართ ეკრანზე გამოსახული ღილაკები. ამაზე სიახლის ვიზუალიც მეტყველებს, რომელიც Dendy-ს კარტრიჯს მოგაგონებთ. Pico Cassettes აქვს უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელიც უკავშირდება თამაშის მწარმოებლის სერვერებს, ინახავს იქ თქვენ თამაშებს და შემდეგ რთავს მათ ნებისმიერ მოწყობილობაზე, რომელშიც თქვენ კარტრიჯს მოათავსებთ. სიახლის ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

12048870_1034767573230319_969035853_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები