სოციალურმა ქსელმა Instagram-მა პროგრამული შეცდომა გამოასწორა. ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ადგილმდებარეობად მიუთითებდა აზიურ ქალაქს – სინგაპურს და ატვირთავდა ნებისმიერი სახის კონტენტს, მოწონებებისა და ხელმომწერების რიცხვი ათასებით იმატებდა. ვირუსული თეგის წყალობით, მომხმარებლები ხშირად უთითებდნენ სინგაპურს როგორც სათაურში, ასევე ადგილმდებარეობის აღსანიშნად მოწონებებისა და ხელმომწერების რიცხვის გასაზრდელად.
ერთ-ერთმა მომხმარებელმა, Twitter-ზე დასვა შეკითხვა, თუ რატომ ეწერა უმეტესობას მისი მეგობრებიდან სინგაპური ადგილმდებარეობად როცა ისინი სულაც არ იმყოფებოდნენ სინგაპურში. აღნიშნული პოსტის მერე, ვირუსული ,,ბაგის’’ შესახებ კომპანიამ კვლევა დაიწყო და საბოლოოდ შეცდომა გამოასწორა.