თებერვლის თვის პრეზენტაციაზე ვიხილეთ ახალი iPad Pro, რომელიც აღჭურვილი იყო 9.7 ინჩიანი დისფლეით. კომპანია დაგვპირდა მისი შედარებით მომცრო მოდიფიკაციის 7.9 ინჩიანი iPad-ის გამოშვებას, რომლის პრეზენტაციაც მაისის თვეში უნდა შემდგარიყო, ხოლო ყველაზე დიდი iPad-ები – 10.5 და 12.9 ინჩიანი გაჯეტები ივნისში დაანონსდა.
ამ ეტაპზე გამოცემა Droider-ზე გავრცელდა ახალი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კომპანია გეგმავს ახალი iPad 8-ს დაანონსებას, რომელიც 20-დან 24 მარტამდე უნდა გამოჩნდეს მსოფლიო ბაზარზე. ზოგიერთი ინსაიდერი მიიჩნევს, რომ ,,ვაშლმა’’ შეიძლება დროებით გადადოს iPad 8-ს ღონისძიება და ოთხივე დივაისის პრეზენტაცია ერთად, ზაფხულში ჩაატაროს.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ 4 ახალი iPad-ის გარდა, შეიძლება ვიხილოთ ახალი iPhone SE, რომლის შიდა მეხსიერებაც 128 GB იქნება, ასევე განახლებული Apple Watch და წითელი iPhone 7, რომლის შესახებაც უკვე დავწერეთ.