Apple-ის მომდევნო სმარტფონი შესაძლოა ნეგატიურად აისახოს კომპანიის შემოსავლიანობაზე.
ექსპერტების აზრით, 2016 წელს iPhone-ის გაყიდვები 12%-ით შემცირდება, მაშინ, როდესაც ანდროიდის მოწყობილობების ზრდამ 6,7% აჩვენა.
აღნიშნული მონაცემების გამო, სპეციალისტებმა თავისი პროგნოზის კორექტირება მოახდინეს მობილურ ბაზართან დაკავშირებით: ადრე ისინი მიიჩნევდნენ, რომ სმარტფონების გაყიდვების ზრდა 3,1% იქნებოდა, ამჯერად კი მათ ეს ციფრი 1,6%-მდე შეამცირეს.