ინსაიდერების ცნობით, Apple-ის ახალი ფლაგმანი OLED დისფლეის მიიღებს, რომელსაც ახალი ტიპის პლასტიკური ზედაპირი ექნება.
გარდა შემცირებული წონისა და სისქისა, მოსალოდნელია ბატარეის წარმადობა თვით iPhone 7-ზე უკეთესიც კი იყოს. აქ იგულისხმება როგორც სიმძლავრე, ასევე ენერგიის დაზოგვა Stand by რეჟიმში. გამოცემა Korea Herald-მა, რომელიც ცნობილია არაერთი სტატიით, სმარტფონებში გამოყენებული დისფლეის ტიპებზე, გამოაქვეყნა ახალი პოსტი, სადაც საუბარი შეეხო სტანდარტულ OLED ტექნოლოგიასა და პლასტიკურ OLED-ს შორის არსებულ განსხვავებებს.
რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, 2017 წელს კომპანია Apple-ის სმარტფონების დისფლეის დაამზადებს Samsung-ი, თუმცა, როგორც ჩანს, პარტნიორობა მხოლოდ დროებითი იქნება და სამომავლოდ Apple-თან ამ მხრივ პარტნიორობას LG გადაიბარებს.
შეგახსენებთ, მომავალ წელს ერთდროულად 3 ახალი iPhone იქნება წარმოდგენილი. მათგან, სერიოზული განახლება როგორც შიდა მოწყობილობაში, ასევე გარეგნობასა და პროგრამულ მხარეში, შეეხება მხოლოდ iPhone 8-ს.
