LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი : ღარიბაშვილმა თანამდებობა წარმატების ზენიტში დატოვა

94

ბიძინა ივანიშვილი ვერ იხსენებს პრობლემებს, რომელსაც ღარიბაშვილმა თავი ვერ გაართვა. ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილმა თანამდებობა წარმატების ზენიტში დატოვა.

“მე ვერ ვხედავ და არ ვიცი ისეთი პრობლემები, რომელსაც ღარიბაშვილმა თავი ვერ გაართვა. გავიხსენოთ, როგორი გუნდი მოვედით. ირაკლი ღარიბაშვილი დასაწყისში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ასევე გავიხსენოთ ის რეალობა, რომელიც მივიღეთ. მძიმე სამინისტრო მიიღო ირაკლიმ და მე ვფიქრობ, ძალიან წარმატებით გაართვა თავი.კარგი პრემიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. პროცესში მე და გუნდის წევრები, რომლებსაც არ გვქონდა პოლიტიკური გამოცდილება, გავიზარდეთ. ირაკლიც საკმაოდ გაიზარდა და ის წავიდა თავისი წარმატებების ზენიტში და პიკზე, ისევე, როგორც მე, როგორც პოლიტიკოსმა, მოვახერხე ის, რაც მოვახერხე გუნდთან ერთად. ასევე ირაკლი ღარიბაშვილმა იმოღვაწა ჩემი აზრით ძალიან წარმატებულად. შეაჯამა სამი წლის განმავლობაში და არ გავიმეორებ იმ შედეგებს და ციფრებს, რომლებსაც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობამ მიაღწია. ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა, როგორც წარმატებული პრემიერი”, – განაცხადა ივანიშვილმა GDS-ის ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები