კომპანიამ Kingston Technology, რომელიც მეხსიერების ბარათების გამოშვებაზეა ორიენტირებული, წარმოადგინა გაჯეტი გეიმერებისთვის HyperX Cloud II.
ვარდისფერი ხელსაწყო შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა. მას მართვის განახლებული პულტი აქვს, მასში შემავალი USB ინტერფეისით, რომელსაც ვირტუალური ხმის მხარდაჭერა გააჩნია.
ხმის მართვის პულტი დიოდური განათებით ქმნის ვირტუალურ ხმას. მიკროფონისა და ხმის სიმძლავრის კონტროლი დამოუკიდებლად შეიძლება. მიკროფონს ხმაურის დახშობის ფუნქციაც აქვს.

