„სამეფო კარის თამაშებში“ ჯონ სნოუ რომ მკვდრეთით აღდგა, ყველამ გაიგო, თუმცა ამჯერად ცნობილი ხდება, რომ სნოუს როლის შემსრულებელს, მსახიობ კიტ ჰარინგტონს არ სურს სერიალის დასრულება. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ სულ „სამეფო კარის თამაშების“ 2 სეზონს გადაიღებენ და მათში შემავალი სერიები 10-დან 7-მდე შემცირდება.
„ახლა ყველა ერთი დიდი ოჯახი ვართ და ძალიან ახლოს ვართ. არ მინდა სერიალის დასრულება, რადგან ის ჩემს ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს“, – განაცხადა ჰარინგტონმა.
ცნობილია, რომ უკანასკნელი სერია 2018 წლის ზაფხულში გავა ეთერში. მანამდე კი, 26 ივნისს თაყვანისმცემლებს მე-6 სეზონის საფინალო სერიის შესფასება შეეძლებათ.