კომპანია Kodak-მა ჰიბრიდული კამერა Super 8 გამოუშვა. სიახლე, რომელიც Yves Béhar-ის მიერ არის დაპროექტებული, 3,5 დიუიმიანი თხევად კრისტალური ეკრანით იქნება აღჭურვილი და მისი საშუალო ფასი 2500-დან 3000 დოლარამდე იქნება.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, Super 8 გამოყენებაში ისეთივე მარტივი იქნება, როგორც მოდელი DSLR. მანვე პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში ახალი ონლაინ-პლატფორმა შემუშავდება, სადაც Kodak Darkroom-ის სახელწოდებით ფილმების წარმოება დაიწყება.