ქალაქ მედისონის სასამართლომ კომპანია Apple ტექნოლოგიის უკანონო გამოყენებაში დამნაშავედ სცნო. საუბარია ვისკონსინის უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ შემუშავებულ პროცესორის მუშაობის ოპტიმიზაციის ტექნოლოგიაზე, რომელიც გაჯეტებში ენერგიის გახარჯვას ამცირებს. პატენტი გაფორმებული იყო 1998 წელს. Apple-მა კი ეს ტექნოლოგია გამოიყენა პროცესორებში A7, A8 და A8X, რომლებიც სხვადასხვა პროდუქციაში გვხვდება, მათ შორის iPhone 5s, 6 და 6 Plus. Apple-მა უარყო ბრალდებები და არსებული პატენტი ეჭვქვეშ დააყენა. კომპენსაციის რაოდენობა, რომელსაც Apple გადაიხდის უცნობია. ვარაუდობენ, რომ ეს 862,4 მილიონი დოლარი იქნება.