პროთეზების ბრიტანული მწარმოებელი კომპანია Open Bionics კომპანია Disney-თან გაერთიანდა და სპეციალურად შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის უნიკალური პროთეზების სერიის გამოშვება გადაწყვიტა. მაშინ, როცა კომპანიების უმრავლესობა ცდილობს მაქსიმალურად რეალისტური პროთეზები შექმნას და მიამსგავსოს ისინი ნამდვილ ხელს ან ფეხს, კომპანიამ Open Bionics გადაწყვიტა ისინი ცნობილი მულტფილმების თემებით გაალამაზოს, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ბავშვებს გაახარებს სუპერგმირებისა და პერსონაჟების ამოცნობა პროთეზებში.
აღსანიშნავია, რომ Disney უსასყიდლოდ დათანხმდა თავისი ლიცენზიის გაცემაზე Open Bionics-თვის. პირველ როგში გამოსაშვებად ამზადებენ პროთეზებს რკინის კაცისა და მულტფილმის „გაყინული“ თემებით. ასევე ახლო მომავალში „ვარსკვლავური ომების“ პროთეზებიც გამოვა.
