ბრიტანულმა მწარმოებელმა Vertu, კომპანია „ბენტლისთვის“ ახალი სმარტფონი წარმოადგინა. მოწყობილობის სახელწოდება Signature Touch for Bentley გახდა. გაჯეტს მთელი რიგი ფუნქციები აქვს, მაგალითად „ბენტლის“ ყველა მოდელთან ინტეგრაცია, მოპარვის შემთხვევაში სრული ბლოკირება ან ინფორმაციის ავტომატური წაშლა.
აღსანიშნავია, რომ Vertu-სა და „ბენტლის“ ორწლიანი თანამშრომლობის შედეგად ეს უკვე მესამე სმარტფონია: 2014 წელს გამოვიდა გაჯეტი Vertu for Bentley Signature Touch, ერთი წლის შემდეგ კი საზოგადოებამ Vertu Signature for Bentley იხილა.

