LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი კიდევ ორ ადამიანს დაუდგინდა, მათგან ერთი 10 წლის ბავშვია

362
მარინა

ცოტა ხნის წინ მონაცემები განახლდა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე და კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 117-ს შეადგენს.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ორი ახალი დაინფიცირებულიდან ერთი 10 წლის ბავშვია და ის ბათუმიდან გადმოჰყავთ. მისი ისტორია, ექიმისთვის ამ ეტაპზე ცნობილი არაა.

აკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 301.

117 დაინფიცირებულიდან  23 გამოჯანმრთელებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები