LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

La Table – სენსორული მულტიფუნქციური მაგიდა

106

ცნობილ Microsoft Surface Table-ს კონკურენტი გამოუჩნდა. ფრანგულმა ფირმამ Kineti სენსორული მაგიდა La Table წარმოადგინა. სარეკლამო რგოლებით თუ ვიმსჯელებთ, სიახლე საშინაო გამოყენებებისთვის გამოდგება.

იგი 42 დიუიმიანი ეკრანით არის აღჭურვილი. ზედაპირი არ უშინდება ნაკაწრებსა და წყალს – მათგან დაცვას გამძლე მინა უზრუნველყოფს. La Table Windows 10-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. მასზე შესაძლებელია სმარტფონიდან ფოტოს ან ვიდეოს გადატანა.

ქვედა სამაგრი ხისგან არის დამზადებული, კორპუსი – ალუმინისგან. შიგნით ჩამონტაჟებულია კომპიუტერი, რომელიც აღჭურვილია 8 გიგაბაიტიანი ოპერაციული სისტემით, Intel Core i5-ის პროცესორით, Bluetooth-ით, Wi-Fi-თა და USB-ით.

La Table 46 კილოგრამს იწონის და 5 000 ევრო ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები