LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული Super Mario უკვე Android-ზეც გამოვიდა

52

iPhone 7-ის პრეზენტაციაზე კომპანიამ Nintendo ლეგენდარული თამაშის – Super Mario Bro-ს განახლებული ვერსია Super Mario Run წარმოადგინა. ღონისძიებაზე, რომელიც Apple-ის ახალი ფლაგმანებისთვის იყო განკუთვნილი, ბუნებრივია არ გაკეთებულა აქცენტები Android-ის ვერსიაზე, თუმცა მალევე კომპანიამ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა Super Mario-ს Android-ის პლათფორმაზე გამოსვლის შესახებ.

მიუხედავად წინასწარ დათქმული ვადისა, Super Mario Run-ს გამოსვლის თარიღმა სამწუხაროდ რამდენჯერმე გადაიწია. გუშინ, Super Mario Run-ის ოფიციალური ვერსია ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა.

აღსანიშნავია, რომ თამაშში რამდენიმე საფეხური უფასოდაა ხელმისაწვდომი, თუმცა მათი დახურვის შემდეგ გაგრძელება 10$ ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები