LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიოს რუსი ორეული აღარ ხუმრობს

289

რუსი პოლიციელი რომან ბურცევი ცოტა ხნის წინ ინტერნეტის ახალი გმირი გახდა. ის მართლაც ძალიან ჰგავს ლეონარდო დიკაპრიოს და როგორც ჩანს, ამ პრივილეგიით სარგებლობს კიდეც. ამჯერად ბურცევი ახალი ამპლუით გამოჩნდა Instagram-ზე. მან დიკაპრიოს გმირის იმიჯი მოირგო ფილმიდან „გადარჩენილი“ და ცნობილი მსახიობის მსგავსი გრიმიც გაიკეთა.

გარდა ამისა, პოლიციელმა რამდენიმე ფოტოც გააზიარა სოციალურ ქსელში, როგორ ემზადება ის გრიმის გასაკეთებლად. კიდევ ერთ ფოტოზე კი, ის გოგონასთან ერთად არის გადაღებული და ხელში ოსკარის ქანდაკება უჭირავს. ამ ფოტოებს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები