კომპანიების, Levi’s-სა და Goggle-ის კოლაბორაციით ჯინსის პირველი ჭკვიანი ტანსაცმელი Commuter Trucker Jacket შეიქმნა. ეს არის ქურთუკი, რომელიც დანარჩენებისგან მკვეთრად განსხვავდება. სიახლე აღჭურვილია მიკროსენსორები – ტრადიციული ლურჯი მატერია ინტერაქტიულ ქსოვილად გარდაიქმნება, რომელიც ჟესტებსა და მიკარებაზე რეაგირებს, სმარტფონს კი ის Bluetooth-სა და სპეციალური აპლიკაციის საშუალებით უერთდება.
ქურთუკი განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვინც ველოსიპედით ხშირად სარგებლობს: თუ მგზავრობის დროს ტელეფონი დაგირეკავთ, აუცილებელი არ არის მისი ჯიბიდან ამოღება, უბრალოდ დააჭირეთ სახელურზე მდებარე სპეციალურ ღილაკს.
ქურთუკის გარეცხვა ჩვეულებრივად, მანქანაში არის შესაძლებელი. მისი პრეზენტაცია 2017 წლის გაზაფხულზე შედგება.


