LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიტერატურული პრემია „ერთგულება“ – დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

151

28 ოქტომბერს, თბილისის საკრებულოში, გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ერთგულება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე დაესწრო და გამარჯვებულებს სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები გადასცა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემიის პირველი ადგილი ნინო ქადაგიძეს ერგო, მეორე – ბაჩო კვირტიას, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი მარიამ წიკლაური გახდა. საპრიზო ადგილის მფლობელები პრემია „ერთგულებით“ და სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ: თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „სინფონიეტა“; გოგა პიპინაშვილის ხელოვნების საყმაწვილო ცენტრი „არტ-ჰოლი“, რომელმაც ჩოხელის მოთხრობების მიხედვით დადგმულ სპექტაკლი წარმოადგინა; მსახიობები – ნანა შონია, ნანა ხურითი, ლილი ხურითი და ზურა ყიფშიძე, რომლებმაც გამარჯვებული მინიატურები წაიკითხეს.

გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია მინიატურის ჟანრში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟითა და ფონდ „კულტურათა დიალოგის“ ინიციატივით, 2014 წელს დაარსდა. კონკურსის სახელწოდება „ერთგულება“ გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი მინიატურის მიხედვით შეირჩა. პრემია ყოველწლიურად გაიცემა.

2014 წელს 200-ზე მეტი საკონკურსო ნამუშევრიდან კომპეტენტურმა ჟიურიმ სამი საპრიზო  და შვიდი საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები