რა საჭიროა პლანშეტისთვის, კომპიუტერისთვის ან სმარტფონისთვის ცალკე კლავიატურის შეძენა? საკმარისია ერთი, განსაკუთრებით კი თუ საუბარია კომპანია Logitech-ის ახალ K780-ზე. ეს არის უნივერსალური უსადენო კლავიატურა. თუ მწარმოებელს დავუჯერებთ, მისი ავტონომიური მუშაობის დრო 2 წელიწადს შეადგენს.
მოწყობილობებს კლავიატურა Bluetooth Smart-ის საშუალებით უერთდება, მათ შორის გადართვას კი ღილაკი Easy-Switch უზრუნველყოფს.
სიახლის კიდევ ერთი უპირატესობა რეზინის სამაგრია, რომლითაც პლანშეტისა და სმარტფონის სასურველ მდგომარეობაში დაფიქსირებაა.
