პროექტ Luna-ს ავტორებმა გადაწყვიტეს სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალონ. მინიატურული კამერა თითქმის ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდება.
გაჯეტი მარტივად თავსდება თქვენს ხელის გულზე. მას ორი fish-eye ტიპის ობიექტივი აქვს. თითოეული მოდული 190 გრადუსიან გამოსახულებას აღბეჭდავს. ამ გზით, მოწყობილობა აფიქსირებს ყველაფერს, რაც გარშემო ხდება.
კამერა სმარტფონთან ან პლანშეტთან Wi-Fi-ს საშუალებით სინქრონიზირდება. მისი ფასი 299 დოლარს შეადგენს.